დამტენები სტატუსით, ცოცხალი ტრაფიკი რეალური ჩასვლის დროით, ხმოვანი ნავიგაცია და შენი მანქანა 3D-ში. დაიწყე უფასოდ: 5 წუთი დღეში.
დამოუკიდებელი პროექტია და Tesla-ს ოფიციალურ სერვისს არ წარმოადგენს. მუშაობს Tesla-ს ბრაუზერშიც და ტელეფონზეც.
ერთი ექაუნთი მანქანაშიც და ტელეფონზეც.
თავისუფალი, დაკავებული, გათიშული. ფილტრი ბუდის ტიპით (CCS, Type 2, CHAdeMO, NACS) და უახლოესი დამტენი ერთი შეხებით.
ჩანს გზის დატვირთულობა და ჩასვლის დრო ტრაფიკის გათვალისწინებით. მარშრუტის არჩევისას ხედავ ალტერნატივებს.
მოსახვევების მითითებები, სიჩქარე, გზის ლიმიტი და ავტომატური გადათვლა, თუ გზას გადაუხვევ.
გარაჟში ამატებ მანქანას, ფერს და ნომერს, ტრიალებ და ათვალიერებ.
დაწერე პრობლემა, აირჩიე სახელოსნო და გაგზავნე მოთხოვნა ერთ გვერდზე.
ტელეფონის GPS-ით ზუსტი სიჩქარე და მანძილი, ადგილს კი რუკას გადასცემს.
V8, V6 ტურბო, Porsche, Ferrari, BMW და ელექტრო: ხმა სიჩქარეს მიჰყვება. მოუსმინე →
სამი ნაბიჯი და რუკა შენია.
ელფოსტა და პაროლი, ბარათი არ გჭირდება.
ყოველდღე გაქვს 5 წუთი უფასოდ. დრო ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა რუკა ღიაა.
დროის ამოწურვის შემდეგ გააქტიურე ულიმიტო პაკეტი ან დაელოდე ხვალინდელ დღეს.
მარტივი: ან უფასო მინიმუმი ყოველდღე, ან ულიმიტო პაკეტი.
ბარათის ნაცვლად ჩვეულებრივი საბანკო გადარიცხვა, ანგარიშში ნახავ ყველა რეკვიზიტს.
ანგარიშის გვერდზე ჩანს IBAN და შენი პირადი კოდი.
დანიშნულებაში ჩაწერე შენი კოდი, რომ გადახდა სწრაფად იპოვონ.
ადმინისტრატორი ხელით ამოწმებს და გიააქტიურებს პაკეტს.
უფასო დროის დასათვლელად და იმისთვის, რომ შენი მანქანა, შენახული ადგილები და ტიკეტები ყველა მოწყობილობაზე გქონდეს.
ყოველ დღე შუაღამისას, თბილისის დროით.
არა. თუ დრო ნავიგაციის დროს ამოიწურა, მიმდინარე მარშრუტს ასრულებ და დაბლოკვა მისი დასრულების შემდეგ ხდება.
ბრუნდები უფასო რეჟიმში, ანუ დღიურ ლიმიტზე. მონაცემები (მანქანა, ადგილები) ინახება.
ტელეფონის გვერდიდან ინახება მხოლოდ ბოლო წერტილი შენს ექაუნთზე, რომ რუკამ გამოიყენოს. დეტალები კონფიდენციალურობის გვერდზეა.
არა. ეს დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Tesla-ს ბრაუზერშიც მუშაობს.